საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG
სიძულვილის ფორმულა სიყვარულის სახელით

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, რომლის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა, 153-ე სეზონი ექვსი პრემიერით გახსნა. გურიის რეგიონში ერთადერთ პროფესიულ თეატრს, ამიერიდან აქვს უახლესი აპარატურით აღჭურვილი დიდი და მცირე სცენები, სამხატვრო სახელოსნო შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის, თეატრის მუზეუმი მუდმივმოქმედი ექსპოზიცისთვის, რადიო თეატრი „გეყურება“ და შემოქმედებით ჯგუფს - ყველა პირობა და კომფორტი მოტივაციისთვის უკეთესი პროდუქტის შესაქმნელად.


მთავარ როლში - გაბო მდინარაძე

▪ მსახიობი გაბრიელ (გაბო) მდინარაძე 94-ე წელში გადადგა. ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე დღეს ის ისევ თამაშობს კოწია ფოსტალიონის როლს.
▪ 67 წელია უკვე, თეატრშია და ამბობს, თუ რამე გამაჩნია, ალბათ, ყველაფერი თეატრმა მომცა, გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ბევრს ვეღარ ვითამაშებო.
▪ როცა სპექტაკლი არა აქვს, ოზურგეთიდან თავის მშობლიურ სოფელ ვაკიჯვარში მიდის და ძირითად დროს იქ ატარებს თავისი უზარმაზარი ეზოსა და ბაღ-ბოსტნის მოვლაში. იქ ჯერ კიდევ დგას მისი წინაპრების ხის სახლი


კვიცი გვარზე ხტის

თამარ მდინარაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი, როგორც მსახიობის, შესაძლებლობები უკიდეგანოა, პლასტიკა _ შეუდარებელი და ენერგია _ამოუწურავი. ამ როლში თამარის შესაფასებლად პიესიდან მიხალის სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენ: `თამარი რომ არა, ვერას როლს სხვა ვერა მოუხდებოდა!~
ვახტანგ ჩხარტიშვილის მოქნილობას მიჩვეულები ვართ. ახალგაზრდა მსახიობი სცენაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, იმ განსხვავებით, რომ პირი წყლით არა აქვს სავსე, მოქმედებითაც და სიტყვითაც კარგად მიჰყავს თავისი გმირი მაყურებლამდე.
რაც შეეხება გიორგი ჩავლეშვილს, რამდენიმე წლის წინ, მისი სახით კარგი შევსება მიიღო თეატრმა. გიორგის თავისი, სხვებისგან განსხვავებული, დახვეწილი მანერა აქვს სცენაზე, მისი ბედროიხი მომთმენიცაა და ფეთქებადიც.


ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა