საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

რეპერტუარი

კოცნა (რეპერტუარი)

„კოცნა“ - ანა პეტროვა, ნევენა მიტევა
ბულგარულ-ქართული კოპროდუქცია


„კოცნა“ ასე ჰქვია თანამედროვე ბულგარელი დრამატურგის ანა პეტროვას პიესას, რომლის გმირებიც ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა: ლევან საღინაძემ, ანა გოდერძიშვილმა, შორენა გვეტაძემ, ვახტანგ ჩხარტიშვილმა, ზაზა ჯინჭარაძემ, თამარ მდინარაძემ და კობა ახალაძემ გააცოცხლეს. ანა პეტროვას დრამატურგია პირველად დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე. ნევენა მიტევას მუშაობისთვის სრული კომფორტი შეუქმნა მხატვარმა გია გვიჩიამ, ქორეოგრაფმა მარიკა ქვეითაიამ, მუსიკალურმა გამფორმებელმა მერაბ ჭანიშვილმა. მოწვეულ რეჟისორს ასისტენტირებას სპექტაკლში მონაწილე მსახიობი თამარ მდინარაძე უწევდა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და პროექტის ავტორის ვასილ ჩიგოგიძის სიტყვებით: „ეს სპექტაკლი სპეციალურად შეიქმნა ბულგარეთის ქალაქ შუმენის ბულგარული დრამატურგიის ფესტივალისათვის. სპექტაკლი ჩვენი თეატრისათვის არის უჩვეულო, მისი თამამი ფორმით. ჟანრობრივად გახლავთ დრამატული კომედია მარტოობის, თაობების გაუცხოვების თემაზე. სპექტაკლში ნაჩვენებია დღევანდელი, თანამედროვე ცხოვრება.“
ბულგარელი რეჟისორი ნევენა მიტევა ქალაქ გაბროვოს საპატიო მოქალაქეა, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაბროვოს დრამატულ თეატრს, რომელიც ცნობილი იყო, როგორც კომედიის თეატრი.
ნევენა მიტევა: „ _ ეს არის თანამედროვე ბულგარული პიესა, რომლის თემა აქტუალურია სხვადასხვა ქვეყანაში. შესაძლებელია საქართველოში შენარჩუნებულია ახალგაზრდებისაგან მოხუცების პატივისცემის, მოფერების ტრადიცია, ოჯახში თაობათა კავშირი. ევროპაში ეს კავშირები დარღვეული გახლავთ. ჩემი სატკივარიც ესაა, ჩვენ ვხდებით მეტად მარტოსულები, საკუთარ პერსონაზე ოროენტირებულები. ესაა ამ სპექტაკლის თემა, თქვენთან თუ არ დგას ეს პრობლემა ამაზე პროფილაქტიკის მიზნით უნდა ვილაპარაკოთ ქართული თეატრის სცენიდან“
ბულგარულ-ქართული კოპროდუქცია „კოცნის“ პრემიერა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 19 აპრილს 18 საათზე გაიმართა.
2019 წელს ამ სპექტაკლში განსახიერებული ქალის როლისათვის მსახიობმა თამარ მდინარაძემ მოიგო ქალის როლის საუკეთესოდ შემსრულებლის მთავარი პრიზი ბულგარეთის შუმენის, თურქეთის, მალთეფეს, უკრაინის, ხერსონის მელპლომენეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებსა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების კონკურსზე.


ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივლისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სტატისტიკა