საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

სამხატვრო ხელმძღვანელი


ვასო (ვასილ) ჩიგოგიძე





2013 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე - სსიპ ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2016 წლიდან დღემდე - ქ. ოზურგეთის საკრებულოს წევრი;
1998–2003 წ.წ.
– გურიის კულტურის სამხარეო სამმართველოს უფროსი;
– ზუგდიდის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2000 წლამდე);
– ოზურგეთის რაიონის გამგებლის მოადგილე;
1996–1998 წ.წ. – ტელეკომპანია „გურიას“ სამხატვრო ხელმძღვანელი;
1980 წლიდან დღემდე:
– საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრი და 2019 წლიდან გურია-სამეგრელოს განყოფილების თავმჯდომარე;
– ლიტვისა და საქართველოს მეგობრობის ცენტრის (არასამთავრობო ორგანიზაცია) თანათავმჯდომარე;
1980 –1996 წ.წ. – ალ. წუწუნავას სახელობის მახარაძის (ოზურგეთის) სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი:
1976–1980 წ.წ. – ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
1975–1976 წ.წ. – ალ. წუწუნავას სახელობის მახარაძის (ოზურგეთის) სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი;
1974–1975 წ.წ. – თბილისის მეტეხის ახალგაზრდული თეატრის დამფუძნებელი რეჟისორი;
1970-1974 წ.წ.- შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, პროფ. დ. ალექსიძის კლასი:
1975 წ. -ქ. მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსების ლაბორატორიები ა. გონჩაროვისა და მ. ზახაროვის (1983 წ.)
განხორციელებული აქვს ასზე მეტი დადგმა, მათ შორის:

თბილისის მეტეხის ახალგაზრდული სტუდია:

ს. მრევლიშვილი, „მოდი ვნახოთ ვენახი“(საკურსო სპექტაკლი), 1974 წ.

მესხეთის სახელმწიფო თეატრი:

ა. გელმანი, „ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი“ -1977 წ.

ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი:

ვ. შუქშინი, „ენერგიული ადამიანები“ 1975 წ.

გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი:

გ. მდივანი, „ინკოგნიტო“ 1976 წ.

ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი:

ა. აბდულინი, „მეცამეტე თავმჯდომარე“, 1987 წ.

ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრი:

ლ. თაბუკაშვილი „დედაჩემის საყვარელი ვალსი“, 1976 წ.
ა. შალუტაშვილი „კატასტროფა“, 1979 წ.
გ. ბათიაშვილი „მარცვლები და დოლაბები“, 1979 წ.

ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრი:


ნ. დუმბაძე, „მონატრება“
ჟ. ანუი, „ანტიგონე“, 2017 წ.
ა. კერტისი „დღეობა“ 1989 წ.
ნ. დუმბაძე „გამარჯობა, ხალხო!“ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ კ. ნინიკაშვილის, ვ. ჩიგოგიძის ინსცენირება), 1988 წ.
ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“ 1987 წ.
ე. დე ფილიპო „ცილინდრი“ 1984 წ.
პ. მერიმე „ქალი ალქაჯი ანუ წმინდა ანტონიოს ცდუნება“ 1983 წ.
ა. ჩეხოვი „დათვი“ „ხელის თხოვნა“ (ს. კიკვიძესთან ერთად) 1983 წ.
გ. კეჭაყმაძე „ოქროს ნალი“ (ე. ნინოშვილის მიხედვით) 1982 წ.
ა. აბდულინი „მეცამეტე თავმჯდომარე“, 1980 წ.
გ. ფეგერეიდო „მელა და ყურძენი“ (ეზოპე), 1977 წ.
დ. კლდიაშვილი „ქამუშაძის გაჭირვება“, 1976 წ.
ე. მაკიონოკი „ტრიბუნალი“ , 1975 წ.
ვ. შუქშინი „ენერგიული ადამიანები“ (სადიპლომო ნამუშევარი), 1975 წ.


საერთაშორისო დადგმები, კოპროდუქცია:


1989 წ. - გაცვლითი პროგრამები უცხოურ და ქართულ თეატრს შორის - უნგრელმა რეჟისორმა შანდორ იანოშმა ასევე უნგრული პიესა „დღეობა“ ოზურგეთის თეატრის სცენაზე დადგა, რასაც მოყვა თეატრის გასტროლი უნგრეთში, ზალაეგერსცეკის თეატრთან დამეგობრება და გაცვლითი პროექტები.

ლიეტუვა, ქ. პანევეჟისის ი. მილტინისის სახელობის თეატრი:

ნ. დუმბაძე „გამარჯობა, ხალხო!“ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით; ინსცენირება კოტე ნინიკაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე), 2007 წ.

პროექტები:

1988 წ. - მახარაძის თეატრი 120 - საიუბილეო საღამო
1989 წ. - „ჰე, მამულო!“(მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია)
2018 წ. – „ოზურგეთის თეატრი - 150“

საერთაშორისო ფესტივალები

1985-2020 წ.წ. – ესპანეთის, საფრანგეთის, კანარის კუნძულების,ეგვიპტისა და ლიტვის ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი „BUEN VIAJE”, სამხატვრო ხელმძღვანელი
2004 წ. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის „ჩვენ მშვიდობა“ მთავარი რეჟისორი (თბილისი-ოზურგეთი)
2004 წ. ხელოვნების ჩემპიონატი „ოქროს პირამიდა“, ეგვიპტე
2004 წ. საერთაშორისო ეკო ფესტივალი „სუფთა სანაპირო“, ლიტვა
2007 წ. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ გასტროლი დადგმით - „ქართული ქორწილი“ ბალტიისპირეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში
2010 წლიდან - გურიაში გ. სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო კონკურს–ფესტივალი, სამხატვრო ხელმძღვანელი
2016 წ. ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის იდეს ავტორი, დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი;
2019 წ. ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების ასოციაციის თანადამფუძნებელი.

• პრემიები და წოდებები:

2021 წ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ჯილდო „ქართული სცენის დესპანი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
2020 წ. - გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსი
2018 წლის 12 ოქტომბრიდან - ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
2018 წ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი
2012 წ. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავი
1998 წ. „ღირსების ორდენი“
1988 წ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;
1986 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემიის „ხუთწლედის მატიანე“ ლაურეატი;
1985 წ. „შრომითი მამაცობისათვის“ მედალოსანი;

ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა