საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

მუზეუმი



მთელი ცხოვრების მანძილზე მიხეილ გოლიაძე უანგაროდ იკვლევდა, ავსებდა და ქმნიდა თეატრის ისტორიის დოკუმენტაციას, იგი თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე გახლდათ. 1981 წელს თეატრის ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის ბრძანებით თეატრში დაარსდა მუზეუმი და კულტურის დამსახურებული მუშაკი, მიხეილ გოლიაძე დაინიშნა მუზეუმის პირველ გამგედ, ხოლო შემდგომში, 1995-2002 წ.წ. კვლავ თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგეობას დაუბრუნდა. დიდია მიხეილ გოლიაძის ღვაწლი მუზეუმის ფონდის გამდიდრებაში, მისი გარდაცვალების შემდეგ, 2002 წელს, მუზეუმს ეწოდა მისი სახელი.

1995-2005 წლებში მუზეუმის გამგე იყო თამარ თოთიბაძე, მან და მსახიობმა ზაირა თოთიბაძემ მოაწყვეს თემატური გამოფენები, ექსპოზიციები, შეავსეს მუზეუმი ახალი დოკუმენტაციით, ფოტოებით. 2016-2020 წლებში, თეატრის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში, მუზეუმის ფოტო, ნახატი, ნაბეჭდი და ხელნაწერი არქივი შეინახა და დაახარისხა ლია კილაძემ, თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

2020 წელს თეატრი რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდა და მუზეუმი განთავსდა ვიტრინებითა და განათებებით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ ოთახში. 2020 წლიდან მუზეუმს ხელმძღვანელობს შორენა ჩავლეშვილი. წლების მანძილზე მუზეუმის ფონდები შეივსო და გაფართოვდა. აქ დაცულია მასალები თეატრის დაარსებიდან დღემდე ოზურგეთის თეატრში მოღვაწე რეჟისორებზე, მსახიობებზე, მხატვრებზე, სარეპერტუარო ნუსხა, სპექტაკლების აფიშები 1924 წლიდან, პროგრამები 1952 წლიდან დღემდე, საგასტროლო მასალები, სპექტაკლების ფოტო, ვიდეო და სხვა დოკუმენტაცია, თეატრის 100 და 120 წლის იუბილეებზე მიღებული საჩუქრები, რომლებიც დღეისათვის იშვიათობას წარმოადგენს.

აქ ინახება უნიკალური ექსპონატები - თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწე მხატვრების - ლადო მალაზონიას, მამია თუთაიშვილის, შოთა დარჩიას მიერ შექმნილი ნამუშევრები, სპექტაკლების ესკიზები, ნახატები, რომლებმაც თავისი მხატვრული ღირებულებებით ადგილი დაიმკვიდრა ქართული ხელოვნების ისტორიაში.

მუზეუმში არის:

ფოტო განყოფილება - ინახება ფოტო, ნეგატივი, ალბომები, რომლებიც ასახავს თეატრის მნიშვნელოვან შემოქმედებით მოვლენებს: პრემიერებს, გასტროლებს, შეხვედრებს, გამოფენებს, თეატრის საიუბილეო თარიღებს.

სახვითი განყოფილება - ლ. მალაზონიას, მ. თუთაიშვილის, შ. დარჩიას, გ. გვიჩიას. ა. ოსტროვსკის, ლ. მურუსიძის კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, მაკეტები.

აუდიო – ვიდეო განყოფილება – სპექტაკლების სრული და ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერები, გასტროლების არქივი, მიმდინარე რეპერტუარის ვიდეომასალა.

კოსტიუმები – მუზეუმში მრავალი სპექტაკლის კოსტიუმია დაცული, ვიტრინაში გამოფენილია ორი ჩაცმულობა სპექტაკლიდან „უდანაშაულო დამნაშავე“(1980 წ.) და ერთი სპექტაკლიდან „მეცამეტე თავმჯდომარე“(1980 წ.). კოსტიუმები ეცვათ მსახიობებს: საქართველოს სახალხო არტისტებს ლამარა თურმანიძესა და რომან ლომინაძეს, მოსკოვის მხატვრული თეატრის მსახიობს სვეტლანა კორკოშკოს.

ბიბლიოთეკა – მდიდარი და მრავალფეროვანია, დაცულია გამოცემები თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების შესახებ, ინახება პიესები, მხატვრული ლიტერატურა, გაზეთები, ჟურნალები, თეატრის საარქივო ჩანაწერები.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Email: theatreozurgeti@gmail.com



ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა