საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი




ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატურგიული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას; გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში, შემოიკრიბოს თეატრის მაყურებელი გურიის რეგიონში; განავითაროს ქართულ სცენაზე არადრამატურგიული ნაწარმოებების დადგმების ტრადიცია.

ფესტივალი დაარსდა 2016 წელს, ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, 5 - 15 ივლისის ფარგლებში. მას ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრი მასპინძლობს.

14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ნოდარ დუმბაძის იუბილე ჩოხატაურში, მწერლის სახლ-მუზეუმში და ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლის ჩვენება.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და უცხოეთის თეატრები, რომელთა რეპერტუარში არის დუმბაძის ან სხვა ქართველი მწერლის ნაწარმოებებზე დადგმული სპექტაკლები.

ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ექსკურსიები გურიის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად და კრიტიკოსთა შეხვედრები პრესასთან.

ნოდარ დუმბაძე XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი ნაწარმოებები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტენსიურად იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე.

ფესტივალის დამფუძნებლები: ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ოზურგეთის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება


ნოდარ დუმბაძის I საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
2016 წლის 5 ივლისს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საპრემიერო სპექტაკლით "ბოშები" გაიხსნა. „ბოშები" რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ ოზურგეთის თეატრის დასთან ერთად დადგა; სპექტაკლზე მუშაობდნენ კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე.

ნოდარ დუმბაძის II საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
2018 წლის ზაფხულში ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მეორედ გაიმართა. იგი ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წლის იუბილეებს მიეძღვნა. ამ მომენტისათვის ფესტივალის მასპინელი ოზურგეთის თეატრის შენობაში ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია მიმდინარეობდა ფონდის „ქართუ“ ქველმოქმედებით. თუმცა უბინაობამ ფესტივალის საზეიმო გახსნას მეტი ფერადი ელფერი შესძინა.

ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა